პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. ლონდონ სთედიუმზე გამართული ტოტენჰემი-ლივერპულის დაპირისპირება, უხვგოლიანი და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მაყურებელმა არც მეტი, არც ნაკლები 9 გატანილი გოლი იხილა. სანახაობრივი მატჩი საბოლოო ჯამში ლივერპულის გამარჯვებით, 3-6 დასრულდა.
ტოტენჰემის მხრიდან გოლების გატანა ჯეიმს მედისონმა, დეიან კულუსევსკიმა და დომინიკ სოლანკემ მოახერხეს. რაც შეეხება ლივერპულიდან გოლის ავტორებს, თავის გამოჩენა დომინიკ სობოსლაიმ, ალექსის მაკ ალისტერმა, მო სალაჰმა და ლუის დიასმა მოახერხეს. ეგვიპტელმა და კოლუმბიელმა ფორვარდებმა ტოტენჰემს 2-2 გოლი გაუტანეს.
ლივერპულმა ამ გამარჯვების შემდეგ 39 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილოსან ჩელსის, 5 ქულით გაექცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არნე სლოტის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ტოტენჰემს, ენჯ პოსტეკოგლუს გუნდის პრობლემები გრძელდება — "დეზები" 23 ქულით, მე-11 პოზიციაზე რჩებიან.
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა სერია A-ს მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასმა…
კილიან მბაპემ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ის მოზარდობაში ზინედინ ზიდანის ინიციატივით მადრიდის რეალში. გავიდა თითქმის 15 წელი და ფრანგი ფორვარდი დღეს ბრწყინავს "სამეფო კლუბში", ეროვნულ გუნდში კი მისი დამრიგებელი სწორედ "ზიზუა". "ყველაფერი განვითარდა ფილმის სცენარით - დიდი ხნის წინ…
რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, ფედერიკო ვალვერდეს მარცხენა კოჭის მესამე ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ურუგვაელ ნახევარმცველს 2 თვე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და 2…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პ…
2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის UFC-ში მიმდინარეობს წარუმატებლად. ექვსი გამართული დაპირისპირებიდან ჩვენმა თანამემამულეებმა მხოლოდ 1 მოიგეს. საუბარია ლევან ჩოხელის ნოკაუტზე ლეონ შაჰბაზიანთან. რაც შეეხებათ სხვებს, თავის კარიერაში პირველად წააგო ილია თოფურიამაც კი, რომელიც ქამრის…
მილანის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ლეჩესთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მანჩესტერ იუნაიტედში დაშვებულ შეცდომებს მილანში ვეღარ გავიმეორებ. თუ გარკვეული სტილით სათამაშოდ საჭირო მახასიათებლები არ გვაქვს, მაშინ შევიცვლებით და განსხვავებულ სტილ…
ლიონელ მესის კარიერაში დაუგროვდა 75 გატანილი ჯარიმა და ახალ რეკორდამდე ის ერთ ნაბიჯში იმყოფება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოთამაშეა 1-ელ პოზიციაზე ამჟამად. ნაწილი ლიდერად თვლის ჟუნინიო პერნამბუკანოს (77), ნაწილი კი მარსელინიო კარიოკას (78). ვინც…