ევროპა ლიგის მე-7 ტურში, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფენერბახჩეს ესტუმრა — შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ქართველი შემტევი და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. მიქაუტაძე ბურთს 33-ჯერ შეეხო და კარში ორჯერ დაარტყა, საიდანაც ზუსტი 1 აღმოჩნდა.
7 მატჩის შემდეგ, ლიონს 14 ქულა აქვს, მესამე ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის პლეიოფის საგზური გარანტირებული აქვს, ხოლო ფენერბახჩე 9 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბი ბოლო ტურში ლუდოგორეცს უმასპინძლებს, ხოლო თურქები მიდტიულანდს ესტუმრებიან.
დღევანდელი სათამაშო დღის ადრეული მატჩების შედეგები: