ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, მანჩესტერ სიტი საუთჰემპტონს ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში სტუმრები უდიდეს უპირატესობა ფლობდნენ, თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
36 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 65 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო საუთჰემპტონი 12 ქულით ბოლო პოზიციაზეა და მომდევნო სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს.

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










