უეფას ერთა ლიგის 2024/25 სეზონი გრძელდება — საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ჯგუფის მესამე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშებს. მატჩს პოლონეთი, კერძოდ პოზნანი უმასპინძლებს.
სერგეი რებროვმა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც პოზნანში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. იხილეთ 25-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები:
ბუშანი (დინამო კიევი), ლუნინი (რეალ მადრიდი), ტრუბინი (ბენფიკა).
მცველები:
მატვიენკო (შახტარი), ბონდარი (შახტარი), ტიმჩიკი (დინამო კიევი), მიხაილიჩენკო (პოლესიე), კონოპლია (შახტარი), ზაბარნი (ბორნმუთი),მიკოლენკო (ევერტონი), ტალოვეროვი (ლინცი).
ნახევარმცველები:
შაპარენკო (დინამო კიევი), პიხალიონოკი (დინამო კიევი), სტეპანენკო (შახტარი), ბრაჟკო (დინამო კიევი), სუდაკოვი (შახტარი), ზუბკოვი (შახტარი), კაბაევი (დინამო კიევი), გუცულიაკი (პოლესიე), ციგანკოვი (ჟირონა),კრისკივი (შახტარი),მუდრიკი (ჩელსი).
შემტევები/ფორვარდები:
დოვბიკი (რომა), ვანატი (დინამო კიევი),იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი).
უკრაინის ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან ოლექსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკი.
🚨 Serhii Rebrov announces the squad list of the NT of Ukraine for the October matches
— Ukrainian Association of Football (@uafukraine) September 30, 2024
🔥 First call-up of Dmytro Kryskiv.
⚔️ Poznan. 11.10, 21:45. 🇺🇦 Ukraine – Georgia 🇬🇪
⚔️ Wroclaw. 14.10, 21:45. 🇺🇦 Ukraine – Czech Republic 🇨🇿 pic.twitter.com/mPF4SM9m4i
















