უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონი სტარტს ძალიან მალე აიღებს. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგაში იასპარეზებს და ჯგუფში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდ. ირლანდიას დაუპირისპირდება.
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ, დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
მეკარეები: ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), დმიტრო რიზნიკი (შახტარი), გიორგი ერმაკოვი (ხარკოვი);
მცველები: ილია ზაბარნი (პარი სენ-ჟერმენი), მიკოლა მატვიენკო, ვალერი ბონდარი (ორივე შახტარი), ედუარდ სარაპიი, ბოგდან მიხაილიჩენკო (ორივე პოლისია), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ტარას მიხალკო (დინამო კიევი), ილია კრუპსკი (ხარკოვი), ოლექსანდრ დრემბაევი (ლნზ);
ნახევარმცველები: ოლეგ ოჩერეტკო, იეგორ ნაზარინა (ორივე შახტარი), ვოლოდიმირ ბრაჟკო, მიკოლა შაპარენკო, ანდრიი იარმოლენკო (სამივე დინამო კიევი), ოლექსანდრ ანდრიევსკი, ოლექსანდრ ნაზარენკო (ორივე პოლისია), ივან ვარფოლომეევი (ლინკოლნი), გიორგი სუდაკოვი (ბენფიკა), მაქსიმ ხლანი (გურნიკი), ოლექსანდრ ზუბკოვი (აეკი), ვიქტორ ციგანკოვი (აიაქსი);
თავდამსხმელები: დანილო სიკანჩუკი (ანდერლეხტი), არტემ სტეპანოვი (უტრეხტი), მატვიი პონომარენკო (დინამო კიევი), ვლადისლავ ვანატი (ჟირონა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), არტემ დოვბიკი (ბოლონია).
საქართველო-უკრაინის მატჩი 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

















