როგორც ცნობილი ხდება, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა, საქართველოსა და თურქეთის მატჩის წინ, გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია €30 000-ით, ხოლო თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია €25 000 ევროთი დააჯარიმა.
ამ ორი ქვეყნის გარდა დაჯარიმდა უნგრეთის, შვეიცარიის, ხორვატიის, ალბანეთის, პოლონეთის, სერბეთის, რუმინეთისა და ბელგიის ფედერაციებიც. დაჯარიმებას გადაურჩნენ სლოვაკეთი და ესპანეთი.








