იმის მიუხედავად, რომ ტოტენჰემი ანტონიო ნუსას ტრანსფერზე რამდენიმე დღეა მუშაობს, ბრიუგესთან სხვა ინგლისურმა კლუბმა შეათანხმა ტრანსფერის ყველა დეტალი — საუბარია ბრენტფორდზე. მხარეებს შორის €35 მილიონიანი გარიგება შედგა. ნუსა ბრენტფორდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ შეუერთდება, კლუბებმა 6 თვიან იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის მიხედვითაც, ფეხბურთელი ბრიუგეში ზაფხულამდე დარჩება.
18 წლის ნუსა, ნორვეგიული სტაბეკის აღზრდილია, საიდანაც 2021 წელს ბრიუგეში €3 მილიონად გადაბარგდა. ახალგაზრდა ტალანტს, ბელგიურ გუნდში ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი რაოდენობის მატჩების ჩატარება მოუწია — 64 შეხვედრა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
ანტონიო ნორვეგიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა. მისი დებიუტი 2023 წელს შედგა, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის იყო. ფეხბურთელს საქართელოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია, კერძოდ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე.