უარი ტოპ კლუბებს და ახალი კონტრაქტი - კამარდა მილანში რჩება

მილანი და ფეხბურთელის აგენტი, ახალ კონტრაქტზე რამდენიმე თვე მუშაობდნენ, საბოლოო შეთანხმება კი სულ რამდენიმე დღის წინ შედგა. კამარდამ ისეთ ტოპ კლუბებს უთხრა უარი, როგორებიც არის მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, დორტმუნდი და ინტერი! ამ უკანასკნელში გადასვლა, მილანის ტიფოზერიაზე საკმაოდ უარყოფიდან იმოქმედებდა, თუმცა იტალიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, "როსონერიში" დარჩენა გადაწყვიტა.
კამარდა რამდენიმე საათის წინ, იტალიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, დღეს კი მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა... ახალგაზრდა ნიჭიერ იტალიელს, კარგი დრო უდგას.








