სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ტოტენჰემმა საინტერესო ტრანსფერი დახურა - საუბარია 18 წლის შვედ ტალანტ, ლუკას ბარივალიზე. ინგლისურ კლუბსა და ჟურგორდენს შორის €10 მილიონიანი გარიგება შედგა. ფეხბურთელი ლონდონში უახლოეს საათებში ჩაფრინდება და ახალ კლუბთან, 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებს შორის შეთანხმება ასევე 6 თვიან იჯარაზეც შედგა, ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაფხულამდე შვედეთში დარჩება.
უარი ბარსელონას, რომელიც ლუკასის ტრანსფერზე რამდენიმე კვირა მუშაობდა. ფეხბურთელის წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ ესპანეთშიც კი იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ტოტენჰემმა შვედ ტალანტს უკეთესი პირობები შესთავაზა.
ბარივალი ადგილობრივი ბრომაპოიკანა იუგენდის აღზრდილია, ჟურგორდენის ღირსებას კი 2023 წლის თებერვლიდან იცავს. პატარა ასაკის მიუხედავად, ლუკას მთავარ გუნდში 28 მატჩი მოუგროვდა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. ბარივალს შვედეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.