ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფის პირველ მატჩი დასრულდა. მიხეილ მესხზე გამართული დაპირისპირება, რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატია მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და მეორე მატჩის წინ, უპირატესობა შეიქმნა.
სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება იხილა, სადაც სვანაძის გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში მარკო სოლდომ, მე-4 წუთზე გაიტანა.
სვანაძის გუნდი საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: ხატია დვალიძე