დღეს გამართული წილისწყრის შემდეგ, ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი:
პორტუგალია
რამაზ სვანაძის გუნდი C-ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას პოლონეთთან ჩაატარებს, კერძოდ 11 ივნისს. მატჩს ჟილინა უმასპინძლებს. აქედან ზუსტად სამ დღეში, 14 ივნისს, საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება — მასპინძელი ქალაქი კვლავ ჟილინა იქნება. რაც შეეხება ჯგუფში ბოლო შეხვედრას, ჩვენი ბიჭები პორტუგალიას 17 ივნისს შეხვდებიან. ეს მატჩი უკვე ტრენჩინში გაიმართება.
ფორმატი უცვლელია — ჯგუფიდან ორი საუკეთესო პლეიოფში გააგრძელებს ასპარეზობას. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდები 1/4 ფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას. ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 28 ივნისს გაიმართება.
ფოტო: Nakrebi.ge



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








