2024 წლის რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდა და 16:20 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ირლანდიელმა მორაგბეებმა 12:6 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი ფრედ, 10:10 დასრულდა და საბოლოოდ გამარჯვება "სამყურებს" დარჩათ.
ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებმა 1 გარდასახული ლელო დადო და 3 ჯარიმა გაიტანა — მეტოქე ლომიძემ დაალელოვა, ხოლო ზუსტი დარტყმები ცირეკიძემ შეასრულა.
მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება — მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი