საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვიჩენცო მონტელამ გააკეთა.
"ისეთი მატჩი იყო, ფინალს რომ მოუხდებოდა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ, მაშინაც კი, როცა რთული მომენტი გვქონდა. დღეს 52 წლის ვხდები და კარგი საჩუქარი გამოვიდა.
საქართველოს ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს და ერთ კომპონენტში გამოვარჩევდი - ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც კარგად იყენებენ.
თურქეთის ამბიციები? - ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. ჩვენი მიზანი პირველ შეხვედრაში გამარჯვება იყო, მიზანს მივაღწიეთ და ახლა შემდეგი თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა მონტელამ.