როგორც გერმანულ პრესაში იწერება, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ტომას ტუხელის ბაიერნში დარჩენის შანსებმა ძალიან მოიმატა. მიუნხენური გრანდის უფროსობა, ტუხელის აგენტს გუშინ შეხვდა და როგორც ირკვევა, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა გამოხატეს.
საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა ბაიერნში ფიქრობენ, რომ ტუხელი გუნდში დარჩება. განიხილება ორი ვარიანტი: კლუბში დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე (2025 წლამდე) ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება, მინიმუმ, 2026 წლამდე.
პოტენციური მწვრთელების სიაში ერიკ ტენ ჰაგი, რობერტო დე ძერბი და ჰანსი ფლიკი კვლავ რჩებიან, თუმცა "რეკორდმაისტერში" ახლა მხოლოდ ტომას ტუხელის დატოვებაზე მუშაობენ.