საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა საცურაო კომპლექს "ოლიმპიკზე" ბულგარეთი დიდი სხვაობით, 41:10 დაამარცხა.
მატჩის ბომბარდირი მაგრაქველიძე გახდა 6 გოლით, 5-5 გოლი ვაშიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა გაიტანეს , ოთხ-ოთხი გოლი ახვლედიანმა და შუშიაშვილმა მიითვალეს.
მორიგ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები 10 ივნისს შვეიცარიას დაუპირისპირდება, 11 ივნისს კი ისრაელს ეთამაშება. მატჩები თბილისში, საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ოთხგუნდიანი C ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს ორი საუკეთესო გადი მიიღებს.
მომავალი ევროპის ჩემპიონატI 2026 წლის 10-25 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადში გაიმართბა.
ფოტო:საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია








