ცვლილებები ზაუბერში — სეზონის ბოლოს გუნდს ორივე პილოტი დატოვებს

შვეიცარიული გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ზაუბერს გუან ჟოუ და ვალტერი ბოტასი დატოვებენ — მათი შემცვლელები კი უკვე შერჩეულია.
ზაუბერის ღირსებას 2025 წლიდან დადასტურებული ინფორმაციით ნიკო ჰულკენბერგი დაიცავს, ხოლო მისი თანაგუნდელი დიდი ალბათობით გაბრიელ ბორტოლეტო იქნება, რომელიც ფორმულა 2-ის მიმდინარე სეზონის ლიდერია.
ფორმულა 1-ის წლევანდელ სეზონში ზაუბერი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა აქვს მოპოვებული და შესაბამისად ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.







