ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები ჩრდ.ირლანდიასთან დაპირისპირებით იწყებს. მატჩი 25 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩატარდება.
საქართველოს ნაკრებებში ცვლილებებია. ირაკლი აზაროვის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ოთარ მამაგეიშვილი გამოაკლდა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გამოძახება იყო.
ჩვენს ნაკრებს ორი ფეხბურთელი შეუერთდა - რეალ სოლტ ლეიკის შემტევი საბა ლობჟანიძე და ტორპედო ქუთაისის ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი ამ შეკრებაზე ნაკრებს შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩრდ.ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრები 28 სექტემბერს ასევე "დინამო არენაზე" უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.














