ცნობილია საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე.დანიის ქალაქ ჰერნინგში გამართული წილისყრის შედეგად, ჩვენი გუნდიE ჯგუფში ითამაშებს, საქართველოს მეტოქეები შვედეთის, ნიდერლანდებისა და ხორვატიის ნაკრებები იქნება.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება. ევროპირველობაზე 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია








