მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მფლობელები ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგებით გამოვლინდებიან. ჩვენი გუნდი თბილისში პირველ მატჩს 8 ან 9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე შეხვედრა ავსტრიაში 11 ან 12 მაისს გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატს 2025 წლის 14 იანვრიდან 2 თებერვლამდე ნორვეგია, დანია და ხორვატია უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წელს პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩის მოგება (ბოსნია-ჰერცეგოვინასთან) შეძლო.





![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — ალექსანდრე მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)










