საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის ცენტრალური მცველის საბა საზონოვის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. ქართველი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 6-7 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ცენტრალურმა მცველმა დაზიანება ემპოლის ბოლო ვარჯიშზე მიიღო, როდესაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
საბა საზონოვი ემპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ის ტორინოდან იჯარის წესით გადმოვიდა. ქართველ ცენტრალურ მცველს ტოსკანურ კლუბში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
LaGazzetta.ge საბას სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!