ჩელსის უკრაინელი ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი დოპინგ სკანდალში გაეხვა, რის გამოც რამდენიმე თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი მიიღო, ნოემბერში ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი აჩვენა. მან ტესტი ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ჩააბარა.
როგორც გაირკვა, მუდრიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებშიც დოპინგით თამაშობდა. ის ორივე თამაშში გამორჩეული იყო.
ოქტომბერში გამართულ მატჩში მუდრიკმა საქართველოს გოლი გაუტანა, ამას გარდა 2 დრიბლინგი და 8 მოგებული ორთაბრძოლა ჰქონდა, ნოემბრის მატჩში კი ბათუმში ის თავისი დაუღალავი სპრინტებით ასევე შეუჩერებელი იყო. უკრაინამ გოლი მისი უშუალო აქტიურობით გაიტანა, ამას გარდა მუდრიკს 6 მოგებული ორთაბრძოლა და 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მუდრიკმა ორივე შეხვედრაში უმაღლესი შეფასება მიიღო.
სანაკრებო პაუზიდან რამდენიმე დღეში, მუდრიკმა კონფერენს ლიგაზე პანათინაიკოსის წინააღმდეგ ითამაშა, სადაც 2 ასისტი და ერთი გოლი მიითვალა.
ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია - ყველა მეორედ ჩაბარებული ტესტის მოლოდინშია, რის შემდეგაც მუდრიკის სასჯელის სიმძიმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული.