როგორც ჩანს, ავსტრიის ჩემპიონატის ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კიდევ ერთ MVP-ის ჯილდოს უმიზნებს.
ქართველი შემტევი წლის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ამართლებს და პირველივე ტურში გამორჩეულ მატჩს ატარებს.
კიტეიშვილის შტურმი რიდს სტუმრად დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა.
კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და ყველაზე მაღალი, 9.4 შეფასება მიიღო.
რიდი 1-3 შტურმი
გოლები: 1-0 კიდლი (13'), 1-1 კიტეიშვილი (16'), 1-2 ჯონსტონი (31'), 1-3 კიტეიშვილი (44')








