მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში არგენტინასთან დრამატულ მატჩში დამარცხების შემდეგ, ეგვიპტის ფეხბურთელმა, მოსტაფა ზიკომ მსაჯები გააკრიტიკა.
"მიკერძოებული მსაჯობა იყო, რამაც ჩვენი და მთელი ქვეყნის ოცნება დაასამარა. წინასწარ ვულოცავ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, რადგან ყველაფერი ჩაწყობილი და წინასწარ განსაზღვრულია."
"ჩვენმა ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ მსაჯი მიკერძოებული იყო და არგენტინის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს. ყველამ იცის, რომ ნამდვილი გამარჯვებული ეგვიპტის ნაკრებია" — განაცხადა მატჩის შემდეგ მოსტაფა ზიკომ.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტე არგენტინას 2-0 ამარცხებდა და საბოლოოდ მატჩი 3-2 დათმო. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 1/4 ფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპრიდება.












