კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრის შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა. ლეგენდარულ თავდამსხმელს კარიერაში დაუგროვდა 926 ბურთი და საინტერესოა ის, რომ 463 გოლი პორტუგალიელმა ფორვარდმა შეაგდო 30-წლამდე ასაკში, კიდევ 463 კი უკვე 30 წლის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ რიადელთა კაპიტანმა სრულ ბალანსს მიაღწია.
გადავავლოთ თვალი წარსულის ლეგენდარული თავდამსხმელების მონაგარს: რონალდო ნაზარიო - 414 გოლი, ტიერი ანრი - 411 გოლი, ანდრეი შევჩენკო - 391 გოლი, ალან შირერი - 382 გოლი, დიდიე დროგბა - 370 გოლი. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-ყვითლების" მე-7 ნომერმა მხოლოდ 30 წლის შემდეგაც მათზე მეტი გაიტანა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 40 წლის თავდამსხმელის მიზანი კარიერაში 1000 გოლის გატანა არის. ამ ნიშნულამდე მას 74 ბურთი აშორებს. აქვე დავამატებთ, რონალდუ 2026 წლის მუნდიალზე თამაშსაც გეგმავს.