თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში ტრაბზონსპორი - ფენერბაჰჩეს მატჩი დიდი არეულობით დასრულდა. შეხვედრის ბოლოს ტრაბზონის ფანები მოედანზე შეიჭრნენ და სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია უკონტროლო იყო, რადგან მოედანზე ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი შეიჭრა.
მატჩის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც 12 ადამიანი დააკავა.
ფანების მოედანზე შეჭრამდე ჯერ ფეხბურთელების დაპირისპირება ვიხილეთ. მატჩი საბოლოოდ 2:3 დასრულდა, რასაც გულშემაკტივრის დიდი აგრესია მოჰყვა.
ბოლო ინფორმაციით, ამ მატჩთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეში ჩართულები არიან ფიფა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია და ორივე კლუბი.
უახლოეს საათებში ორივე გუნდის მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდება. კვირის ბოლომდე ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ველოდებით სიახლეებს.