ზაფხულში ტოტენჰემში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი. ენჯ პოსტეკოგლუ გუნდში აუცილებლად დარჩება, ასევე ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს ლონდონურ გუნდს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
ივან პერიშიჩი;პიერ-ემილ ჰოიბერგი;
ბრაიან ხილი;
ემერსონ როიალი;
ჯოვანი ლო სელსო;
სერხიო რეგილონი;
ჯეპ სპენსი;
ტანგი ნდომბელე;
ჯო როდონი;
ჯაფეტ ტანგანგა;
ეს ფეხბურთელები ტოტენჰემს 100%-ით დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება რიშარლისონს და რაიან სესენიონს, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ორივე მათგანს შეელევა. ჯერ კიდევ უცნობია კლუბი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტიმო ვერნერთან დაკავშირებით. ლონდონურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა €17 მილიონად შეუძლია.