კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ერთმანეთს აზერბაიჯანული ზირა და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ.
სამწუხაროდ, ქუთაისელებმა თავისი თამაში ვერ შემოგვთავაზეს, ზირა დიდ უპირატესობას ფლობდა და 3:0 გაიმარჯვა.
ზირას მხრიდან დუბლის ავტორი რუან რენატო გახდა, ერთი კი გოლი ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ძირითად შეამდგენლობაში იყო ზირას კიდევ ერთი ქართველი გიორგი პაპუნაშვილიც.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი უკვე ქუთაისში, ზუსტად ერთი კვირის თავზე შედგება.
ზირა - ტორპედო 3:0
გოლები: რუან რენატო 32' 64' ვოლკოვი 47'











