ლივერპულის თავდამსხმელს, დარვინ ნუნიესს ევროპის ტოპ 5 ლიგის შემტევებს შორის მომენტების რეალიზაციის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. ურუგვაელი ფორვარდი შექმნილი მომენტების მხოლოდ 19.4%-ს გარდაქმნის გოლად. მეორე ადგილზე არის ტურინის იუვენტუსის შემტევი, დუშან ვლაჰოვიჩი (21.7%).
სამეულს ხურავს აკორ ადამსი მონპელიედან (26.1%). ათეულში შეხვდებით ისეთ სახელოვან ფეხბურთელებს, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალვარო მორატა, ერლინგ ჰოლანდი და ვინისიუს ჟუნიორი.
სრული 10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. დარვინ ნუნიესი (ლივერპული) - 19.4%
2. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) - 21.7%
3. აკორ ადამსი (მონპელიე) - 26.1%
4. ნიკოლას ჯექსონი (ჩელსი) - 29.2%
5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი) - 32.1%
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - 33.3%
7. სამუ ომოროდიონი (ალავესი) - 33.3%
8. ალვარო მორატა (ატლეტიკო) - 34.4%
9. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) - 34.8%
10. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) 36.4%