ზურიკო დავითაშვილი, რომ სენტ-ეტიენის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ამაზე საფრანგეთში ყველა შეთანხმდა. მწვრთნელისგან სრული ნდობა, ფანების ფავორიტი ფეხბურთელობა, გატანილი გოლები, საგოლე გადაცემები და ა.შ. სენტ-ეტიენის მხრიდან ამ სეზონში, მოედანზე თუ ვინმე რამეს ქმნის, ეს სწორედ 23 წლის ქართველი ფეხბურთელია.
9 ტურის შემდეგ, სენტ-ეტიენმა სულ 8 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც 5 დავითაშვილის ანგარიშზეა, ეს შედეგი კი ტოპ 5 ლიგაში მეორე საუკეთესოა! ტოპ ლიგებში მხოლოდ კრის ვუდს აქვს ზურიკო დავითაშვილზე უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი. ნოტინგემ ფორესტმა ამ სეზონში 11 გოლი გაიტანა, საიდანაც 7 კრის ვუდმა შეაგდო, რაც გუნდის გოლების 64% არის. რაც შეეხება დავითაშვილს, მისი გოლების რაოდენობა გუნდის 63%-ს უდრის (8 გატანილი გოლიდან 5 ბურთი).
სენტ-ეტიენი 9 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტრასბურგს დაუპირისპირდება. მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ალექსანდრე თოფურია განცხადებას ავრცელებს: "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხისას.არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და ზოგჯერ იმ მომენტში შეუძლებელია მისი გამოსწორება. ზუსტად ეს დამემართა გუშინ ღამით. ბრძოლის პ…
ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, დეზირე დუემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფეხბურთელმა დღეს დილით პარიზში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც მძიმე ტრავმა გამოავლინა. დუეს ოპერაცია მიმდინა…
სუპერლიგის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. არაერთ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და მაყურებლებმა განვლილ 7 ტურში საინტერესო დაპირისპირებები იხილეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო გორის ივერიონსაც - გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და მისი ხელმძღვანელობა გი…
ალექსანდრე თოფურიას ბრძოლასთან დაკავშირებით, ქართველი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და ალექსანდრეს მეგობარი ლაშა გურული განცხადებას ავრცელებს: "ერთი ბრძოლა ვერ შეცვლის იმას, ვინც ხარ. მე ვიცი შენი გული, შენი შრომა და შენი ხასიათი. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ძმაო! ის…
ალექსანდრე თოფურიას წაგებასთან დაკავშირებით, ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს: "როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ბევრს აინტერესებდა, რატ…
საფეხბურთო შაბათ - კვირის მთავარი მოვლენა: მაურისიო პოჩეტინოს დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც, ენფილდზე, ლივერპულთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ლივერპული VS მანჩესტერ იუნაიტედი | 20:30 სანაკრებო შესვენების პერიოდში მანჩე…
ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში მიიღო ვიგოს სელტა, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. რეალი 2:1 სელტა გოლები: 0:1 პაბლო დურანი 6', 1:1 ჯუდ ბელინგემი 66', 2:1 კარლოს ესპი 85'.