ხვალ, სტარტს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. გახსნითი მატჩი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის შედგება.
მოგეხსენებათ, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები იასპარეზებს. საინტერესოა, ვის ჰყავს ყველაზე "მაღალი ნაკრები" წლევანდელ მუნდიალზე.
სტატისტიკაში დაჯამებულია თითოეული ნაკრების 26-ვე ფეხბურთელის საშუალო სიმაღლე, სადაც ლიდერები ბოსნიისა და ნორვეგიის ნაკრებები არიან.
10-ეულში ვერ მოხვდნენ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები. ამ კომპონენტში ბრაზილია 23-ე ადგილს იკაევბს (182.8 სმ), ხოლო არგენტინა 44-ე ადგილს (179.7 სმ).
ყველაზე მაღალი ნაკრებები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
| ნაკრები | საშუალო სიმაღლე |
| ბოსნია და ჰერცეგოვინა | 187.2 სმ |
| ნორვეგია | 187.2 სმ |
| შვედეთი | 186.2 სმ |
| ბელგია | 185.8 სმ |
| ჩეხეთი | 185.7 სმ |
| გერმანია | 185.4 სმ |
| შვეიცარია | 185.2 სმ |
| ნიდერლანდები | 184.9 სმ |
| საფრანგეთი | 184.9 სმ |
| ხორვატია | 184.8 სმ |




![[VIDEO] მუნდიალის მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს — ომარ არტანს სამშობლოში ასობით ადამიანი დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FAxrXYmlf5keGOSZsJDveCXphHXEJz8CV.png&w=3840&q=75)






