UFC-ის ჩემპიონი ქვემსუბუქ კატეგორიაში, ილია თოფურია კილიან მბაპეს მადრიდის რეალში მოსალოდნელ ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკის დომინანტობა, აღნიშნულ წონით დივიზიონში, დაასრულა სწორედ ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც ლეგენდარული მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.
რაც შეეხება ფრანგ თავდამსხმელს, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენიდან ის "სამეფო კლუბში" გადავა. "მატადორის" კომენტარი პსჟ-ს ფორვარდის ტრანსფერზე ასეთია:
"მბაპეს აქვს მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან კონტრაქტის გაფორმების ბედნიერება. კეთილი იყოს შენი მობრძანება რეალში", - განაცხადა 27 წლის მებრძოლმა.
როგორც ვიცით, უკვე რამდენიმე სეზონია, რაც ფრანგი თავდამსხმელის სახელს სწორედ მადრიდს უკავშირებენ. პარიზში მთელი ძალებით ცდილობდნენ თავიანთი ფორვარდის შენარჩუნებას, მაგრამ როგორც ჩანს, მისი წასვლა ამჯერად გარდაუვალია.