ტიტული დაცულია - კატარი აზიის თასის ჩემპიონია

აღნიშნულ შეხვედრაში კატარის შემტევმა, აკრამ აფიფმა 3 თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ხოლო იაზან ალ ნაიმატმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ტურნირის ბომბარდირი 8 გოლით და 3 ასისტით სწორედ მასპინძელთა თავდამსხმელი გახდა.
კატარმა აზიის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო, ხოლო ტურნირის რეკორდსმენი 4 ტიტულით იაპონიის ეროვნული ნაკრებია.







