Juventus fans calling Thiago Motta a 'piece of sh*t' during protests todaypic.twitter.com/CZn1ZcSxwB
— Get Italian Football News (@_GIFN) March 2, 2025
რა იქნება ახლა? იუვენტუსში ტიაგო მოტას გაშვებას ამ მომენტისთვის არ განიხილავენ — დღევანდელი სიტუაცია ეს არის, მაგრამ სეზონის ბოლოს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური რომც მოიპოვოს, ძალიან დიდი შანსია იტალიელი სპეციალისტი ტურინიდან მაინც გაუშვან. უფროსობას სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა და სჯეროდა, რომ სეზონის წინ, მაქს ალეგრის გაშვება და ტიაგო მოტას გუნდში მოყვანა, სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა როგორც ჩანს ისინი შეცდნენ. გუნდმა მარტის თვეში სკუდეტოს მოგების შანსი დაკარგა, ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და იტალიის თასიდანაც გამოვარდა... თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტიაგო მოტას პროექტი ჩავარდა.
და ბოლოს, სიტუაცია უახლოეს მატჩები თუ არ გამოსწორდება, არის შანსი ტიაგო მოტა გუნდიდან სეზონის დასრულებამდეც კი გაუშვან.










