პარის სენ-ჟერმენთან შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი დასრულდა ვესტფალიელთა მოგებით, 1:0.
"პირველ შეხვედრაში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანას საპასუხო მატჩშიც ვეცდებით. ჩვენი მიზანია ფრე ან თუნდაც მოგება, რატომაც არა?! ფინალში გასვლა რეალურია და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ "შავ-ყვითლებს" ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვთ ერთჯერ, 1996-1997 წლების სეზონში. ასევე, ამ გუნდის ანგარიშზეა ერთი ვიცეჩემპიონობაც, 2012/2013 წლების სეზონში.