საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. პირველ ტურში, პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი კვალი მაინც დატოვა როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.
ჩვენი ნაკრების ფეხბურელები ლუკა ხარატიშვილი და ნოდარ ლომინაძე მთლიანი ჯგუფური ეტაპის სტატისტიკაში საუკეთესოთა შორის არიან.
ყველაზე მეტი სეივი ევროპის ჩემპიონატზე
| მეკარე | ქვეყანა | სეივი |
| ლუკა ხარატიშვილი | საქართველო | 10 |
| ანდრეას იუნგდალი | დანია | 10 |
| ლუკას ბერგსტრომი | ფინეთი | 10 |
| სამუელ სოარეში | პორტუგალია | 9 |
| ჯეიმს ბიდლი | ინგლისი | 9 |
ყველაზე მეტი ართმევა ევროპის ჩემპიონატზე
| ფეხბურთელი | ქვეყანა | ართმევა |
| კონსტანტინ გრამენი | რუმინეთი | 15 |
| ჩერ ნდური | იტალია | 10 |
| სანტერი ვაანანენი | ფინეთი | 9 |
| ნოდარ ლომინაძე | საქართველო | 8 |
| მარტინ სუჩომელი | ჩეხეთი | 8 |








