კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ელჩესთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თავდამსხმელის პოზიციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის და ტორესის წასვლის შემდეგ, ბარსელონა თავდამსხმელს ეძებს, განიხილებოდა ხულიან ალვარესის ვარიანტი, თუმცა არგენტინელი შემტევი ატლეტიკოში დარჩა.
"საერთოდ არ ვდარდობ იმაზე, რომ თავდამსხმედლი ჯერაც არ მოგვიყვანია. ამასთან დაკავშირებით მე და დეკუ ყოველდღიურად ვსაუბრობთ.
სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მსურს, მხოლოდ მე, დეკუმ და კიდევ რამდენიმემ ვიცით, რა იქნება გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი.
გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასახდელში კარგი განწყობაა, ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, იქნება ბევრი სიურპრიზიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სეზონი წარმატებით დავიწყოთ", - განაცხადა ფლიკმა.












