აფრიკის თასის 1/8 ფინალური შეხვედრა ნიგერიის და მოზამბიკის ნაკრებებს შორის, ნიგერიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ანგარიში ლუკმენმა გახსნა, ოსიმენმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ადამსის ანგარიშზეა.
მეორე ნახევარში, შუა თამასისას, ნიგერიელი ფეხბურთელები ვიქტორ ოსიმენი და ადემოლა ლუკმენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
საქმე იმაშია, რომ ოსიმენს დუბლი ჰქონდა შესრულებული, როცა ლუკმენმა ერთ-ერთი შეტევის დროს მას პასი არ მისცა და გოლის გატანა თავად სცადა.
ოსიმენი ლუკმენს იმაზე გაუბრაზრდა, რომ ის ჰეთ-თრიკზე მიდიოდა და გუნდური თამაში მართებდა. ამ დაპირისპირების შემდეგ, ოსიმენი მალვე შეცვალეს და პირდაპირ გასახდელში შევიდა.
მატჩის შემდეგ, ლუკმენს ჰკითხეს, რაზეც ნიგერიელმა შემდეგი პასუხი გასცა: "ეს ფეხბურთია, ოსიმენი ჩემი ძმაა."
Mais Osimhen même Messi fait pas ça wallah, c’est un sport d'équipe, mais tu bouscules ton capitaine comme ça et tu cries sur un coéquipier au point que des joueurs de l'équipe adverse ont voulu intervenir, lol clown. pic.twitter.com/WAbn0AzHW7
— SIMBA🦁 🇨🇩🇦🇷 (@Mrphila01) January 6, 2026












