2022 წლის სექტემბერში, ლონდონის არსენალის 15 წლის შემტევი ითან ნვანერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც პრემიერ ლიგაში უთამაშია.
2 წლის შემდეგ, ითანი ლონდონური კლუბის სტაბილური მოთამაშე გახდა და მიმდინარე სეზონში ხალხის გაოცებას აგრძელებს.
"მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ნვანერის კარიერა სათანადოდ ავაწყო და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი მისი განვითარებაა, - განაცხადა არსენალის თავკაცმა მიკელ არტეტამ.
ამ სეზონში მეთოფეების 17 წლის ტალანტის ანგარიშზე 790 წუთში ჯამში 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი დღითიდღე იზრდება.
ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯო კოული მასზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"არ მინდა, რომ ის ზედმეტ წნეხში მოვაქციო, მაგრამ ნვანერი თამაშით ძალიან ჰგავს მესის", - განაცხადა კოულმა.
არსენალში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედი აქვთ, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ტოპ ტალანტს აღზრდის.