ზუსტად ერთ კვირაში, პსჟ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, პარიზელებმა ლიგა 1-ის სეზონი უკვე დაასრულეს და მორიგი თასი აღმართეს, ახლა კი მთლიანად ლიგის ფინალზე არიან გადართული.
ხანგრძლივი დასვენების ფონზე, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რომ ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინა და პსჟ-ს ფეხბურთელები ერთმანეთში ათამაშა. იყვნენ აკადემიის მოთრამაშეებიც.
მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ახლა კი პარიზელი ფეხბურთელებით 2 დღით დაისვენებენ და სამშაბათიდან ფინალისთვისთვის მზადებას განაახლებენ.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია აშრაფ ჰაკიმის, რომელმაც ინდივიდუალურად ემზადება და გუნდურ ვარჯიშს შემდეგი კვირიდან განაახლებს.








