გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ემპოლის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და მიქაუტაძემ ლიონში საგოლე გადაცემა გააკეთა, ტურის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად 3 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.
ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში დერბი შტურმსა და გრაცერს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კიტეიშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა პანსერაიოკოსის წინააღმდეგ 6 სეივი გააკეთა, მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა და გუგეშაშვილი 8.9 შეფასებით ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სლოვანის მაისურით მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. სლოვანმა სპარტაკ ტრნავა 1:0 დაამაცხა, კაშია დაცვაში უშეცდომოდ იდგა და მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში ადგილი მანაც დაიკავა.
კვირის მთავარი მატჩი - ლივერპული საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტის მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებისგან. ლივერპული VS მანჩესტერ სიტი | 19:30 იყო დრო, როდესაც ლივერპულისა და მან სიტის მატჩი იყო პეპ გუარდიოლასა და იურგენ კლოპის საჩემპიონო დუელი, თუმცა დღეს,…
ლას ვეგასში მიმდინარე UFC Fight Night-ის მეინ ქარდი გახსნა ოთარ თანზილოვმა, ვინც მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბი დასრულდა მე-2 რაუნდში, როცა ქართველი მებრძოლის ჰედქიქს ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. იდეალური მოგება 28 წლის სპორტსმენის ანგა…
14 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ, რუსთავში, სამოყვარულო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი იწყება. UEFA Regions’ Cup-ზე მონაწილეობას, საქართველოს სახელით, მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ბასა მიიღებს. კლუბის შემადგენლობა ჩემპიონატისთვის როგორც თავად ბასას, ისე ლიგის სხვადასხვა გუნდ…
ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა საინტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და ვილიარეალი დაუპირისპირდნენ. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. 62-ე წუთზე ანგარიში დიომანდემ გახსნა, 71-ე წუთზე კი ბელი…
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ლე მანს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ანგარიში მე-19 წუთზე ბერალდომ პენალტით გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა გაათანაბრეს, რის შემდეგაც ენრიკემ მოედანზე გუნდის ლიდერები გამოიყვანა. მათ შორის, პსჟ…
დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩი სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ბლექ ფორტრესმა გორის ივერიონს უმასპინძლა. დღევანდელ შეხვედრაში მაყურებლებმა დუაით ჰოვარდის დებიუტი იხილეს — ამერიკელმა ლეგენდამ ბლექ ფორტრესის მაისური პირველად მოირგო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ს…
ლა ლიგის მერვე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო ხეტაფე, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს გაბრიელ ჟეზუსმა, ჟიულ კუნდემ და ენტონი გორდონმა. კატალონიელები პრიმერა დივიზიონის ერთპიროვნულ ლიდერებად რჩებიან. ბარსელონა 3:0 ხეტაფე გოლები: 1:0…