ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ლეგენდარულ პორტუგალელ თავდამსხმელზე, კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რონალდუ 39 წლის ასაკშიც განაგრძობს რეკორდების დამყარებას და კარიერაში უკვე 900 გოლზე მეტი აქვს გატანილი.
"რონალდუმ სულ რომ 3000 გოლი გაიტანოს, ფეხბურთის თამაში მან მაინც არ იცის და ეს გოლები არაფერს ნიშნავს.
იგუაინი, რამოსი, ლევანდოვსკი, ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი, სუარესი - მაგალითად, ამ ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ იციან, როგორ უნდა გუნდურად თამაში.
მათ იციან ფეხბურთის თამაში, განსხვავებით რონალდუსგან, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაიტანოს გოლები", - განაცხადა კასანომ.