გალვენიანი იტალიური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ —
სტეფანო პიოლი შეიძლება ისევ სერია ა-ში ვიხილოთ, კერძოდ
იუვენტუსში! დიახ, ეს ჭორი არ არის, "ბიანკონერიში" 59 წლის იტალიელ სპეციალისტზე სერიოზულად ფიქრობენ. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ტიაგო მოტა სეზონის ბოლოს იუვენტუსს აუცილებლად დატოვებს, კლუბში კი მის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ.
სტეფანო პიოლი ამჟამად საუდის არაბეთში მუშაობს, სადაც ალ ნასრის მთავარი მწვრთნელია, თუმცა მისი საქმეები არც ისე კარგად მიდის. მის პოტენციურ გაშვებაზე უკვე ბევრი საუბრობს და უახლოეს თვეებში სიტუაცია თუ არ გამოსწორდება, საუდის კლუბი იტალიელს დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, სტეფანო პიოლის სერია ა-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იტალიელს ისეთ გუნდებში უმუშავია როგორიც არის მილანი, ფიორენტინა, ლაციო, ინტერი და ბოლონია.
რაც შეეხება იუვენტუსს, ტურინში სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ — ჯან პიერო გასპერინი და ანტონიო კონტე კრისტიანო ჯუნტოლის სიაში არიან. სეზონის ბოლომდე თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ტიაგო მოტა იუვენტუსს აუცილებლად დატოვებს, მის შემცვლელად კი კლუბი გამოცდილ კადრს ეძებს.