სულ რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთთან დამაჯერებლი გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება. მასპინძელი გუნდის ქომაგები კი შემართებით არიან და სჯერათ, რომ საკუთარი გუნდი მეტოქეს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
"ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ყველა ალბანელ გულშემატკივარს, რომლებიც 10 სექტემბერს დაესწრებიან Air Albania-ზე გასამართ მატჩს ჩვენი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად. იმედი გვაქვს, ტრიბუნაზე პოზიტიური ატმოსფერო იქნება და ჩვენი ქომაგები გამოიჩენენ პატივისცემას მეტოქე გუნდის მიმართ.
თქვენ მე-12 მოთამაშე ხართ! ყველა ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად!"
ალბანეთი-საქართველოზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა. "Air Albania Stadium" 22 500 მაყურებელზეა გათვლილი და როგორც ჩანს, წინ საკმაოდ დაძაბული მატჩი გველოდება, სადაც ალბანეთს დიდი მხარდაჭერა ექნება.