საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.


















