საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. FIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჩემპიონ გერმანიასთან დათმო. საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი. ვეტერან კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა უმასპინძლა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ












