საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
EMF Euro - 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს.
მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და1:0 გაიმარჯვა.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან.
ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.
მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე.


![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)









