სპეციამ ივა გელაშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - იტალიური გუნდი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს არ გამოისყიდის. შეგახსენებთ, ქართველი უკანახაზელი არის ბათუმის დინამოს საკუთრება და ლიგურიაში ის იჯარით თამაშობდა. მისი მონაგარი ასეთია: 10 მატჩი, 1 გოლი და მოედანზე გატარებული 466 წუთი.
Cittadellaspezia "არწივების" ცენტრალური მცველის შესახებ წერს შემდეგს - "ტანკოსთვის გუნდის კარი თუ ისევ ღიაა, გელაშვილისთვის საქმე სხვაგვარადაა. ივამ სერია ბ-ში ჩაატარა მხოლოდ 9 მატჩი, მოდენას წინააღმდეგ ბურთიც გაიტანა, მაგრამ სპეცია ბოლომდე ვერ დაარწმუნა. მას დინამოდან არ გამოისყიდიან.
ქართველი ცენტრალური მცველის წითელი ბარათის შემდეგ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში მან მხოლოდ ოთხი წუთი ითამაშა. ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ბათუმური კლუბის საკუთრებაში მყოფი უკანახაზელი გამოესყიდათ", - წერს იტალიური გამოცემა.