მილანის ინტერის ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა სერია ა-ს საუკეთესო შუახაზელი დაასახელა. ვეტერანის თქმით, ნომერ პირველი კალჩოში ჰაკან ჩალჰანოღლუ არის. ნიდერლანდელმა ყოფილმა ფლეიმეიქერმა ასევე აღნიშნა, რომ "ნერაძური" ამ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
"ინტერს თავისუფლად შეუძლია კონკურენციის გაწევა ევროპის უძლიერესი გუნდებისთვის. ძალიან მომწონს მათი ნახევარდაცვა, განსაკუთრებით კი ჩალჰანოღლუ, რომელიც ნამდვილი ლიდერია. მან თვალდახუჭულმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს და სად იქნებიან მისი თანაგუნდელები. ცხადია, არ ღირს მხითარიანისა და ბარელას გამოტოვებაც.
ამის გარდა, მილანელებს ყოველთვის შეუძლიათ ნახევარდაცვის გაძლიერება ჟიელინსკითა და ფრატეზიც. სამწუხაროა, რომ ამ გუნდის ნაწილი აღარ ვარ", - განაცხადა "ნერაძურის" ყოფილმა გამთამაშებელმა. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონები უახლოეს მატჩს გამართავენ დღეს, ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ, იტალიის სუპერთასზე.