მილანის ინტერის ყოფილმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა მწვავედ გააკრიტიკა მანჩესტერ იუნაიტედი, კერძოდ, ანტონი დოს სანტოსი. შეგახსენებთ, "წითელმა ეშმაკებმა" დრამატული ბრძოლა გადაიტანეს ინგლისის ასოციაციის თასის 1/2 ფინალში, ჩემპიონშიფის ბინადარ ქოვენთრისთან, რომელმაც 3-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა.
ფინალში საბოლოოდ მაინც "მანკუნიანელები" გავიდნენ, რომლებმაც პენალტების სერიაში იმარჯვეს. მოგების შემდეგ ბრაზილიელმა გარემარბმა მიდლანდელთა მოთამაშეებისა და ქომაგების პროვოცირება დაიწყო. ოლდ ტრაფორდელთა ვინგერი სახით მიბრუნდა მათკენ და ყურებზე აიფარა ხელები, რითაც საფეხბურთო სამყაროს განრისხება გამოიწვია.
"ანტონის უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რაც გააკეთა. მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება მოედნის დატოვება იქნებოდა. იმედი მაქვს, მანჩესტერი ფინალში 0:5 განადგურდება", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ, იუნაიტედის მეტოქე ფინალში მეზობელი მანჩესტერ სიტი იქნება.