პრემიერ ლიგის მეორე ტურის მორიგი შეხვედრა ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპულისა და ბრენტფორდის დაპირისპირება იხილა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. 90 წუთის განმავლობაში არნე სლოტის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და საბოლოო ჯამში ტაბლოზე ლოგიკური ანაგარიშიც დაფიქსირდა.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-13 წუთზე გავიდა, როდესაც ლივერპულმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რაც ლუის დიასმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. კოლუმბიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტას საგოლე გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმშიც სრულ უპირატესობას სლოტის გუნდი ფლობდა, რაც მალევე კიდევ ერთ გატანილ გოლში აისახა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ლუის დიასმა მო სალაჰს გაატანინა — 32 წლის ეგვიპტელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.
სლოტი კარგად იწყებს, ორიდან ორი გამარჯვება, 4 გატანილი და 0 გაშვებული გოლი!
საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა მარსელსა და პსჟ-ს შორის შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა 66-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. მარსელმა ანგარიში გაათან…
სერია A-ს მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ლეჩეს უმასპინძლა. რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. მილანი 3-0 ლეჩე გოლები: 1-0 კრისტიან პულისიკი 14', 2-0 ადრიენ რაბიო 61', 3-0 დიეგო მორეირა 73'…
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვილიარეალსა და ლევანტეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მატჩის მიწურულს მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და თამაშს საბოლოო წერტი…
ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე თავი ანდრიჩმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა. 51-ე წუთზ…
პრემიერ ლიგის მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ფულემმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოო ჯამში, ფულემმა და მანჩესტერ…
ლა ლიგის მეშვიდე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი, რომელშიც რეალი გასვლაზე ატლეტიკოსთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელი "როხიბლანკოსის" მხრიდან "სამეფო კლუბის" კარი აიღეს ალექს გრიმალდომ და ჯონათან დევიდმა, რომლებსაც უპასუხა ანტონიო რუდიგერმა, მაგრამ თუნდაც ქულის გადასარჩენად ე…
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ფროსინონესა და კომოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. სერია A-ში ახლად აღზევებული ფროსინონე მორიგ საოცარ მატჩს გვთავაზობს და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან იგებს. ანგარიში მე-14 წუთზე კალომ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი კვერნაძე…